მაკკეინი საქართველოსთვის იარაღის მიწოდებას მოითხოვს
სენატორი ჯონ მაკკეინი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას საქართველოსათვის თავდაცვითი იარაღის მიყიდვისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრებას, მაგრამ რუსეთის პოზიციის გამო თბილისს შეიარაღებას არ აწვდის.
სენატორის აზრით, აშშ-მა ამ პოზიციას უნდა გადახედოს და საქართველოს რადარები მაინც მიაწოდოს.