რას ითხოვენ "ამბოხებული მაჟორიტარები"
რატომ არის საქართველოსთვის ამერიკული მოდელი მისაღები, პროექტის ერთ-ერთ ავტორს, "ქართული ოცნების" დეპუტატ მერაბ ქვარაიას ვესაუბრეთ.
- არასწორი მესიჯები მიეწოდება საზოგადოებას, თითქოს პროპორციული არჩევნები დემოკრატიულია, შერეული კი, არა. არსებული და ძველი კონსტიტუციაც იძლეოდა იმის საშუალებას, რომ საქართველომ იფიქროს ორპალატიან პარლამენტზე - ე.წ. ამერიკულ მოდელზე, რომელიც სრულიად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. ამაზე ექსპერტების, კონსტიტუციონალისტების აზრის მოსმენაა საჭირო.
- რას მისცემს საქართველოს ამერიკული მოდელი?
- ეს მოუტანს საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობას და განვითარების შესაძლებლობას.
- ამ მოდელს მოწინააღმდეგეები ხელისუფლებაშიც ჰყავს. - მოწინააღმდეგეებს ვერ დავარქმევ. ეს არის იდეა, რომელმაც უნდა დაარწმუნოს ადამიანები, ეს მოდელი კარგიაო.
- ოპოზიციის აზრით, ეს ინიციატივა ქვეყნისთვის არაფრის მომცემია და ეს მხოლოდ მათ გასაბრაზებლად დაარეგისტრირეთ. - ნაკლებად მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ ისინი. ბევრად მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ქართველი ხალხი.
არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე აბსოლუტური ერთსულოვნებაა. ამიტომაც ამერიკულ მოდელზე დებატები იქნება ნორმალური პროცესი - გამოჩნდება ორპალატიანი პარლამენტის საჭიროება. ოპოზიციას ვთავაზობთ კონსტრუქციულ რეჟიმში მსჯელობას, მაგრამ უარზე არიან, ეს კი არც ხალხს და არც ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს.