წითელაძის მორიგი გამარჯვება
ქართველი კარატისტების წარმატებას მიჩვეული ვართ, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მებრძოლის, რატი წითელაძის გამარჯვება მაინც გამოსარჩევია.
საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა საერთაშორისო სპორტული ფედერაციის (ხელმძღვანელი პროფესორი კახა მარკოზაშვილი) ინსტრუქტორმა, მსოფლიო ჩემპიონმა K-1-ის წესებით, კავკასიისა და საქართველოს ჩემპიონმა კუნგ-ფუ სანდას წესებით, კარატე ნეკო-რიუს ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა რატი წითელაძემ ჰოლანდიაში გამართულ A კლასის პროფესიონალთა გალა-კატეგორიის ჩემპიონატშიც გვასახელა და გახდა პირველი ქართველი მებრძოლი, ვინც ასეთ პრესტიჟულ კატეგორიაში ტიტულის მოგება მოახერხა.