თბილისში ქალი დაჭრეს - კვირის პალიტრა

თბილისში ქალი დაჭრეს

დიღომში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან ქალი დაჭრეს. მისი მდგომარეობა მძიმეა. იგი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ფაქტი "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი. დამატებით დეტალებს შსს ჯერჯერობით არ ასაჯაროებს. იმის შესახებ, თუ რა მუხლით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და რის ნიადაგზე მოხდა დაჭრის ფაქტი, შსს ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"