მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი გარდაიცვალა

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, იური ლუჟკოვი ევროპაში გარდაიცვალა. ჯერჯერობით სხვა დეტალები ცნობილი არაა.

იური ლუჟკოვი მოსკოვის მერის თანამდებობაზე რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა 1992 წელს დანიშნა. ამის შემდეგ ის დედაქალაქის მერის თანამდებობაზე სამჯერ 1996, 1999 და 2003 წლებში აირჩიეს.

"ინტერპრესნიუსი"