დოქტორ ფოქსის ეფექტი
დოქტორ ფოქსის ეფექტი მდგომარეობს იმაში, რომ აუდიტორიის წინაშე გამომსვლელი თავისი ორატორული ოსტატობით, არტისტულობით, ქარიზმატულობითა და პუბლიკისადმი კეთილგანწყობით ახერხებს სალექციო მასალის უაზრობისა და უსარგებლობის დამალვას.
ცნობილია, თუ როგორი ძლიერი ზემოქმედების მოხდენა შეუძლიათ კარგ ორატორებს, თუმცა, პრაქტიკაზე ყველაფერი გაცილებით საინტერესოა. 1970 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში შემსწავლელი კონფერენცია გაიმართა, სადაც სპეციალისტები მოიწვიეს – სამედიცინო და ფსიქოლოგიური მეცნიერების კანდიდატები.
მათ წინაშე ვინმე მაირონ ფოქსი გამოვიდა მოხსენებით, რომელიც მეცნიერებათა დოქტორად წარადგინეს. ლექციის შემდგომ მსმენელებმა სალექციო მასალა უმაღლეს დონეზე შეაფასეს. თუმცა, არავინ იცოდა, რომ ლექტორის როლში სპეციალურად მიწვეული მსახიობი გამოვიდა. მას მცირეოდენი წარმოდგენაც არ ჰქონდა იმ სამეცნიერო დარგის შესახებ, რომელზეც მოხსენება გააკეთა.
ექსპერიმენტატორების დავალებით (მთელი ლექცია ექსპერიმენტს წარმოადგენდა) "დოქტორ ფოქსი" სერიოზულად მოემზადა – ექსპერტის როლი კარგად დაამუშავა, რომლის სახითაც წარსდგა პუბლიკის წინაშე. სიტყვით გამოსვლისას ნამდვილი სამეცნიერო სტატიებიდან ამოღებული სამეცნიერო ტერმინები გამოიყენა, თუმცა სრულიად არალოგიკურად და ქაოტურად. მთელი მოხსენება თითქოს სამეცნიერო მანერით წარადგინა, მაგრამ დაუსრულებელი, ურთიერთსაწინააღმდეგო და უთავბოლო გახლდათ.
ამავდროულად, დოქტორ ფოქსი ემოციური იყო, მსმენელებისადმი კეთილგანწყობილი, თავისი სფეროს ნამდვილი ავტორიტეტივით იქცეოდა. არადა, ამ უაზრობის კორიანტელს ნამდვილი სპეციალისტები და მეცნიერების კანდიდატები წამოეგნენ კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ ფორმა შემადგენლობაზე უპირატესია. და წარმოიდგინეთ, თუ აუდიტორიის წინაშე არა უცნობი სპეციალისტი, არამედ ცნობილი საჯარო ქარიზმატური პიროვნება წარსდგება. ყალბი მსახიობის მსგავსად, ცრუ მეცნიერებათა მოღვაწეები ტერმინებსა და მთლიან ფრაზებს იპარავენ სამეცნიერო წყაროებიდან ისე რომ ხშირად ვერც კი ხვდებიან აზრს, ამიტომაც მათი გამოყენების კონტექსტს ამახინჯებენ.