"ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე"
ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე და უნდა მოვიხაროთ ქედი იმ გმირობებისთვის, პირველ რიგში, რასაც ეს ბიჭები ყოვედლღიურად ჩადიან, ამისი მაგალითი გვქონდა დღესაც, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე დასმულ შეკითხვას.
ის ამავე კონტექსტში ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაჭრის ფაქტსაც გამოეხმაურა და მათ ჯანმრთელობა და მეტი გამარჯვება უსურვა.
"ის, რაც ხდება დღეს ბაგრამის საავაციო ბაზაზე კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას და აჩვენა, რომ ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობა და ეფექტურობა ყოველდღიურად იზრდება. ის თანამრომლობა, რომელიც დღეს, როგორც ფაქტი, სახეზე გვაქვს ტერორიზმთან ბრძოლაში, ტერორისტები, თავს დაესხნენ ბაგრამის საავიაციო ბაზას, სადაც 500-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცია წარმოდგენილი ჩვენს სტრატეგიული პარტნიორებთან ერთად მხარდამხარ. არ ვიცი, ბოლო მონაცემებით დასრულდა თუ არა ოპერაცია, მაგრამ ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ ტერორიზმს მიუჩინონ თავისი ადგილი. ჩვენ, სამწუხაროდ, ხუთი დაჭრილი ჯარისკაცი გვყავს. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ მიუთითებს და მეტყველებს ქართული ჯარის სიძლიერეზეც, მის მომავალზეც და მის ხვალინდელ დღეზეც," - განაცხადა გახარიამ.
იხილეთ ასევე: "პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?" - რას წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში
"ინტერპრესნიუსი"