მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მამაკაცი დაჭრეს
მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მამაკაცი დაჭრეს. ფაქტი "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებს ჯერ-ჯერობით არავინ დაუკავებიათ და საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7-ე ნაწილითა და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს.
"ინტერპრესნიუსი"