პარლამენტთან გიორგი ვაშაძე და კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს
რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავებსა და „ახალი საქართველოს“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს შორის დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება თავდაპირველად სიტყვიერ დონეზე დაიწყო, თუმცა მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა გიორგი ვაშაძე საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს. მასთან ერთად სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს.
სამართალდამცავები გიორგი ვაშაძესა და მათ მხარდამჭერებს მოუწოდებდნენ, გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას.
"ინტერპრესნიუსი"