პარლამენტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა
პარლამენტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა. ისინი ამ წუთებში დეპუტატების ოთახში იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, ორი დეპუტატი სვეტლანა კუდბა და ენძელა მაჭავარიანი თავს შეუძლოდ გრძნობენ.
რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში ასევე მივიდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს მოუწოდა, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დატოვონ სხდომათა დარბაზი.
მანამდე უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენელი შევიდა და გაურკვეველი ნივთიერება დაასხა.