გიგა ბოკერია - არის ახალი გარემოებები - ივანიშვილი და მისი კლოუნები არიან პოლიტიკურ აგონიაში - კვირის პალიტრა

გიგა ბოკერია - არის ახალი გარემოებები - ივანიშვილი და მისი კლოუნები არიან პოლიტიკურ აგონიაში

არაფრის მოლოდინი არ მაქვს იმ აბსურდის გარდა , რასაც თავის დროზე ლაპარაკობდა ივანიშვილი საჯაროდ, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე მისულმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, ახალი გარემოებები ნამდვილად არის და ეს გარემოებები პოლიტიკური კრიზისია.

"რაც შეეხება ახალ გარემოებებს არის ახალი გარემოებები - არის პოლიტიკური კრიზისი. ივანიშვილი, ეს სამარცხვინო ლიდერი და მისი კლოუნები არიან პოლიტიკურ აგონიაში და ილუზია აქვთ, რომ ამ მეთოდებით, ამ მეთოდებში მე არ ვარ არც პირველი და არც მეორე შემთხვევა, ოპოზიციის არაერთი ლიდერი, ან ციხეშია, ან ბრალი აქვს წაყენებული,იმ ლეგიტიმურ აღშფოთებას და ბრაზს საზოგადოების, რაც მოყვა მისი მხრიდან "გადაგდებას" და თქმას, რომ ფეხებზე მკიდიხართო, ჩაახშობს -ეს არის სრული სიბრიყვე",- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიას განმარტებით, ცუდია ქვეყნისთვის, როცა ისეთ აგონიაში ის ადამიანი, რომელსაც დღემდე აქვს ძალაუფლება.

"რას ვიზამთ?! თუ ეს გზა აირჩია ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად ვართ. საზოგადოების ამოცანა არის, რომ ამ კაცმა უკან წაიღოს ეს შეურაცხყოფა, იძულებული იყოს, და დამარცხდება შემდეგ პროპორციულ და მშვიდობიან, სამართლიან არჩევნებში, მაგრამ თუ ამ გზას არ ირჩევს და ასლანის გზაზე დგება, ცუდია, მაგრამ ეს გამოიწვევს კიდევ უფრო ტრაგიკულ პოლიტიკურ ფინალს მისთვის პერსონალურად,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ინტერპრესნიუსი"