შსს-ს შენობასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლაა - კვირის პალიტრა

შსს-ს შენობასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლაა

შსს-ს შენობასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლაა. სამოქალაქო მოძრაობების აქტივისტები 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აქციას მართავდნენ.

დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეები სავალ ნაწილზე წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ. მათ სავალ ნაწილზე დააწერეს „არ მომკლა“, „ამ ცხოვრების დედაც“ და ა.შ. პოლიცია მათგან სავალი ნაწილის გათავისუფლებას ცდილობს.

მანამდე აქციის მონაწილეები დიღომში, მთავარ სამმართველოსთან იმყოფებოდნენ.

"ინტერპრესნიუსი"