თბილისში ავარიას 23 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

თბილისში ავარიას 23 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

თბილისში, მეველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი, 23 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ტარდება ექსპერტიზა და დაკავებული ჯერჯერობით არავინაა.

"ინტერპრესნიუსი"