არსებული ინფორმაციით ბათუმში პოლიციელი დაჭრეს - კვირის პალიტრა

არსებული ინფორმაციით ბათუმში პოლიციელი დაჭრეს

ბათუმში სავაჭრო ცენტრ "პლაზასთან" არსებული ინფორმაციით პოლიციელი დაჭრეს. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, დაჭრილი პოლიციელი მათ არ გადაუყვანიათ, თუმცა შემთხვევის ადგილზე გამოძახება დაფიქსირდა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარი არ კეთდება. სხვა დეტალები უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"