თბილისში ცოტნე გამსახურდია დაჭრეს
თბილისში ცოტნე გამსახურდია დაჭრეს. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. გამსახურდია ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
"ინტერპრესნიუსი"