რესპუბლიკელმა კონგრესმენმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი "იესო ქრისტეს გასამართლებას“ შეადარა
აშშ-ის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ბარი ლოდერმილკმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი "იესო ქრისტეს გასამართლებას“ შეადარა.
"როდესაც იესო ღალატში არასწრად დაადანაშაულეს, პონტოელმა პილატემ მას უფლება მისაცა, რომ ბრალმდებლებისთვის სახეში შეეხედა. იმ ცრუ სასამართლოზე, პონტოელმა პილატემ მეტი უფლებები მისცა იესოს, ვიდრე დემოკრატებმა პრეზიდენტს ტრამპს ამ პროცესზე“, - განაცხადა ლონდერლიკმა სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა.