"მზად ვარ სიცოცხლე გავწირო ვლადიმერ პუტინისთვის" - კვირის პალიტრა

"მზად ვარ სიცოცხლე გავწირო ვლადიმერ პუტინისთვის"

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის თქმით, ის მზად არის სიცოცხლე გასწიროს რუსეთისთვის და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის. კადიროვმა ეს განცხადება, გუშინ ვლადიმერ პუტინის განცხადებების პასუხად გააკეთა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი "გმირი კადიროვის“ "თავგანწირვაზე“ საუბრობდა.

"თქვენი მაღალი რწმენის გასამართლებლად, მზად ვართ დღე და ღამე ვიშრომოთ, ვიბრძოლოთ და თუ საჭირო იქნა უყოყმანოდ გავწიროთ სიცოცხლე რუსეთისთვის და ჩვენი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინისთვის. გარწმუნებთ, არ არის რთული იმუშაო და იბრძოლო, როდესაც რუსეთს ჰყავს ასეთი პრეზიდენტი, ასეთი ეროვნული ლიდერი!“,- დაწერა კადიროვმა "ტელეგრამზე“.

იხილეთ ასევე: "კავკასიელი ფადიშაჰი" - რამზან კადიროვის სეპარატისტული ვნებები თუ უბრალოდ პოპულიზმი?!

"ინტერპრესნიუსი"