"სომხეთს ე.წ. გენოციდის არანაირი მტკიცებულება არ აქვს" - კვირის პალიტრა

"სომხეთს ე.წ. გენოციდის არანაირი მტკიცებულება არ აქვს"

სომხეთს გენოციდის არანაირი მტკიცებულება არ აქვს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა თურქულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

"ანკარა გამუდმებით მოუწოდებდა სომხეთს გაეხსნა არქივები, რომ მომხდარიყო 1915 წლის მოვლენების გამოძიება, თუმცა ისინი არქივებს არ ხსნიან“, - განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, ერევანი ასე იმიტომ იქცევა, რომ იცის, "არანირი გენოციდი არ მომხდარა“ და თურქეთს ამის დასამტკიცებლად "1.5 მილიონი საარქივო დოკუმენტი აქვს“.

12 დეკემბერს, აშშ-ის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი 1915 წელს სომეხთა მასობრივი მკვლელობის "გენოციდად აღიარებას“. მოგვიანებით, თურქეთში განაცხადეს, რომ სამაგიეროდ, თურქეთის პარლამენტი "ინდიელთა გენოციდის“ შესახებ მიიღებდა რეზოლუციას.

"ინტერპრესნიუსი"