კუბას 1976 წლის შემდეგ პირველი პრემიერ-მინისტრი ჰყავს - კვირის პალიტრა

კუბას 1976 წლის შემდეგ პირველი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

კუბის ნაციონალურმა ასამბლეამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მანუელ მარერო კრუზი დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მანუელ მარერო კრუსი, რომლის კანდიდატურა პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელიმ წარადგინა, პირველი პრემიერ-მინისტრია 1976 წლის შემდეგ.

პროფესიით არქიტექტორ მანუელ მარერო კრუსს 16 წლის განმავლობაში კუბის ტურიზმის მინისტრის პოსტი ეკავა.

კრუსის წინამორბედი ფიდელ კასტრო იყო, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმების შემდეგ კომუნისტური პარტიის ლიდერი და ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. 2006 წელს მან ხელისუფლება საკუთარ ძმას - რაულ კასტროს გადააბარა, რომელსაც პრეზიდენტის პოსტი 12 წლის განმავლობაში ეკავა.

ახალი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის უფლებამოსილება ამჟამინდელ პრეზიდენტ მიგელ დიას-კანელისა და ახლადდანიშნულ პრემიერ-მინისტრ მანუელ მარერო კრუსს შორის გადანაწილდება.

"ინტერპრესნიუსი"