როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში?
მომდევნო დღეების განმავლობაში, საქართველოში მაღალი ტემპერატურა და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება
23-24 დეკემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 25-26 დეკემბერს მაღალი ტემპერატურის ფონზე ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექი.
„ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +23, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.