გიორგი რურუას ბრალდებას ახალი მუხლი დაემატება
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი რურუას მიმართ დღეს ბრალდება დაზუსტდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, გიორგი რურუას ბრალდებას დაემატება ახალი მუხლი სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა (სსკ 381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება).
"გიორგი რურუამ უარი განაცხადა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ და ხელის კვლების ნიმუშის აღების თაობაზე. კანონით გათვალისწინებულ პროცედურას მისი ადვოკატებიც ესწრებოდნენ", - განაცხადეს პროკურატურაში.
ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.