ბრენდი რომელსაც ვენდობი - ფრანკო ფონტანა - კვირის პალიტრა

ბრენდი რომელსაც ვენდობი - ფრანკო ფონტანა

Franco Fontana Georgia 2008 წელს დაარსდა და საქართველოს ბაზარზე შემოსვლის დღიდან თავის მომხმარებელს ყველაზე ტრენდულ, მოდურ და ცნობილი ბრენდების სამკაულების მუდმივად განახლებად კოლექციებს სთავაზობს. ბუნებრივია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ის ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.

როგორც ყველა წარმატებული კომპანია, წლების განმავლობაში ფრანკო ფონტანა გაიზარდა და გაფართოვდა. შეგახსენებთ, რომ ბრენდს წელიწად ნახევრის წინ შვილობილი ბრენდის - 18k Special Crafts ხაზი დაემატა გალერია თბილისში, 27 დეკემბერს ფრანკო ფონტანას ახალი მაღაზია აქსისი თაუერსში უმასპინძლებს მომხმარებლებს, ხოლო 18 კარატი სითი მოლის ლაქშერი ზონაში გაიხსნება.

ბაზრის ზრდასთან ერთად, იზრდება კონკურენციაც, თუმცა აღსანიშნავია, რომ კომპანია წლების განმავლობაში სტაბილურად ინარჩუნებს პროდუქციისა და მომსახურების ხარისხს. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ კომპანიას არაერთი ჯილდო აქვს საიუველირო სფეროში მიღებული, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

მაინც რა განაპირობებს ფრანკო ფონტანას წარმატებას?

  • სანდოობა
რა თქმა უნდა, კომპანია, რომელიც 10 წელზე მეტია დინამიური ბაზრის ლიდერებს შორის პოზიციას სტაბილურად ინარჩუნებს, პირველ რიგში მის სტაბილურობასა და სიძლიერეზე, პროდუქციისა და მომსახურების უმაღლეს ხარისხზე მეტყველებს. ეს კი მის სანდოობას და საიმედოობას უსვამს ხაზს.

  • მრავალფეროვანი არჩევანი

დამეთანხმებით, საკმაოდ კომფორტულია, როდესაც ნებისმიერ ასაკზე, გემოვნებასა თუ ფასზე მორგებული არჩევანის გაკეთება ერთ სივრცეშია შესაძლებელი. სწორედ ასეთი ბრენდია ფრანკო ფონტანა. აქ შესულ მომხმარებელს ხვდება ყველაფერი რასაც შეიძლება ეძებდეს. რაც შეეხება მის შვილობილ ბრენდ 18 კარატს, აქ მომხმარებელს 750 სინჯის ანუ 18 კარატიანი ოქროს უმაღლესი ხარისხის ნაკეთობები, ბრილიანტები და სხვა ძვირფასი ქვები დახვდებათ, რომლებიც გამოირჩევა უნიკალურობით და მზადდება თანამდეროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

  • კვალიფიციური კადრი
კომპანია ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს საკუთარი კადრის კვალიფიციურობას. კონსულტანტებს ყოველთვის შეუძლიათ დაგეხმარონ საჩუქრის სწორად არჩევაში, მოგცენ კვალიფიციური რჩევა, რაც მათ პროფესიონალიზმზე მეტყველებს.

  • ფასი
რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი პროდუქციის ღირებულებაა. ფრანკო ფონტანაში ყველას შეუძლია სასურველი ფასის და მაღალი ხარისხის სამკაულის შეძენა. განსაკუთრებით ახლა, როდესაც 1 დეკემბრიდან ძირითად მოდელებზე 35%, შერჩეულ კოლექციაზე კი 50% ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებელს. იმ შემთხვევაში თუ თქვენ განსაკუთრებულ საჩუქარს ეძებთ, შეგიძლიათ 18 კარატში გადაინაცვლოთ, სადაც იტალიური ოქროს, ბრილიანტებისა და ძვირფასი ქვებისგან დამზადებული პრემიალური ხარისხის პროდუქცია 35% ფასდაკლებით დაგხვდებათ.

სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ბრენდი ინარჩუნებს ლიდერებს შორის პოზიციას და ჩვენ გვევლინება როგორც სანდო, სტაბილური და ზრდაზე ორიენტირებული კომპანია. სწორედ ამიტომ ვენდობით ამ ბრენდს.

(R)