2019 წლის ყველაზე ემოციური ფოტოები
2019 წელსაც საინფორმაციო სააგენტოები და სოციალური ქსელის მომხმარებლები აქვეყნებდნენ ფოტოებს, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ.
გთავაზობთ, 2019 წლის რამდენიმე ფოტოს, რომელიც ემოციურად ასახავს ქვეყნის ცხოვრებას.
პროტესტი რუსთაველის გამზირზე
2019 წლის 18 ნოემბერი. აქცია რუსთაველის გამზირზე - პროტესტანტი პოეტი გენრი დოლიძე სპეცრაზმის წინ დაწვა. ფოტოგრაფი: სერა ძნელაძე
იხილეთ ინტერვიუ გენრი დოლიძესთან
მეხანძრე-მაშველებმა ლეკვები გადაარჩინეს
2019 წლის 18 მარტი. ხანძარი დიდ დიღომში - მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული საწყობიდან ლეკვები გამოიყვანეს. ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
აფეთქება დიღომში
2019 წლის 16 იანვარი. აფეთქება დიდ დიღომში - ბუნებრივი აირის გაჟონვას 4 ადამიანი, მათ შორის, დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლა. ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი
"მადათაფელი ვარხვები"
ჯავახეთი, ტბა მადათაფა (მადა). ვარდისფერი ვარხვი შეყვანილია "წითელ წიგნში". ფოტოგრაფი: გიორგი შერმაზანაშვილი.
"მუშები ისვენებენ"
2019 წლის 6 თვეში სამუშაოს შესრულებისას დაშავებულ პირთა რაოდენობა 71-ია, ამავე პერიოდში სამუშაოს შესრულებისას 25 პირი დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა მშენებლობაზე. ფოტოს ავტორი: გიორგი გოგიბერიძე
"ძმობამ გაიმარჯვა"
2019 წლის 21 აპრილი. პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის გამო ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცრაზმელებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულ სპეცრაზმელს პანკისელები ეხმარებიან. ფოტოს ავტორი: ისლამ გორგიშვილი / პანკისის სათემო რადიო
"ქვეშეთელი ბავშვები"
ბექა ბუჩუკური და მარიამ ნარიმანიძე. ფოტო მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის გადასაღები მოედნიდან. ფოტოგრაფი: გიორგი ნადირაშვილი
იხილეთ ინტერვიუ ბექასთან და მარიამთან
"ყინვა ივლისში"
2019 წლის 1-ლი ივლისი. უჩვეულო ყინვა ყაზბეგში. ფოტოს ავტორი: გიორგი არჩუაშვილი
ავტორები: ელენე მეტრეველი, ეკა გადახაბაძე