ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია - კვირის პალიტრა

ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

"ამჟამად იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება", - აცხადებენ სუს-ში.

ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. საოკუპაციო რეჟიმი ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავა. ბრალდებას ვაჟა გაფრინდაშვილი არ აღიარებდა.

იხილეთ ასევე: "მადლობა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი სიტუაცია" - ვაჟა გაფრინდაშვილის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ