"დაშვებულ შეცდომებს სიამოვნებით გამოვასწორებდი"
"ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე, პატარ-პატარა ცვლილებებს შევიტანდი", - ამბობს მსახიობი ქეთი წიქვაძე. რის გამო აქვს სინანული, შეცვლიდა თუ არა რაიმეს საკუთარ გარეგნობაში, ვინ და რა ენატრება ყველაზე მეტად, რას არ გააკეთებს არასდროს არანაირი თანხის სანაცვლოდ, რა ვერ ისწავლა დღემდე და რა თვისებას გამოასწორებდა საკუთარ ხასიათში? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...6 მაისი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი... - ...ჟურნალისტი.
- ჩემზე ამბობენ... - ...რომ კარგი გოგო ვარ.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე... - ...პატარ-პატარა ცვლილებებს შევიტანდი.
- ჩემი პირველი წარმატება იყო... - ...მაშინ, როცა მესამე კურსის საკურსო სპექტაკლზე "ყვავილების ფესტივალი" ვიმუშავე.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის... - ...ჩემს ყველაზე კარგ დედას მსოფლიოში.
- ბედნიერი ვარ, რომ... - ...მყავს ორი ყველაზე კარგი შვილი.
- ყოველთვის მაქვს სურვილი... - ...ვიმოგზაურო.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს... - ...ვარ ობიექტური.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო... - ...ცოტათი ჯიუტი ვარ.
- დაშვებულ შეცდომებს... - ...სიამოვნებით გამოვასწორებდი.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე... - ...სწორი ქცევა.
- პატიება შემიძლია, თუ... - ...მიყვარს.
- როცა მომავალზე ვფიქრობ... - ...ვხედავ ფეიერვერკებს.
- ვიბნევი... - ...არ ვიბნევი.
- ვნანობ... - ...რომ ბევრ დროს ვერ ვუთმობ საყვარელ ადამიანებს, ბევრი დრო ვერ დავუთმე სწავლას.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო... - ...მილიონერი.
- ჩემი ჰობია... - ...ფოტოების გადაღება, მიყვარს ვარჯიში.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია... - ...ტყუილს.
- მეზარება... - ...უსაქმოდ ცხოვრება.
- სიყვარული ეს... - ...არის ბედნიერება. გაგრძელება