სოფელ შავშებთან ავარიას ორი ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

სოფელ შავშებთან ავარიას ორი ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშებთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ორივე დაღუპული ქვეითად მოსიარულე იყო.

არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 პუნქტით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"