ახალი წლის დღეებში იაშვილის კლინიკაში პიროტექნიკით დაშავებული 8 ბავშვი მოხვდა
ახალი წლის დღეებში იაშვილის კლინიკაში პიროტექნიკით დაშავებული 8 ადამიანი შეიყვანეს. ყველა მათგანი არასრულწლოვანია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, 7 მათგანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. არასრულწლოვნებს ხელის მტევნები ჰქონდათ დაზიანებული.
სამედიცინო დაწესებულებიდან ამ დროისთვის 8 პაციენტიდან მხოლოდ ერთი გაეწერა.
პაციენტები, რომელსაც ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ, კვლავ კლინიკაში რჩებიან.
"ინტერპრესნიუსი"