იტალიაში ქურდობის ფაქტზე საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს
იტალიაში, ქალაქ ფაზანოში სამართალდამცველებმა ქურდობის ფაქტზე საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.
მათივე ინფორმაციით, ოთხივე დაკავებული იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა.
პოლიციის თანამშრომლებმა, ისინი ერთ-ერთი სუპერმარკეტის ავტოსადგომზე შენიშნეს და პირების იდენტიფიკაციისთვის ავტომობილის ჩხრეკა განახორციელეს. ჩხრეკის შედეგად პოლიციამ 2 სხვადასხვა სუპერმარკეტიდან მოპარული 450 ევროს ღირებულების პროდუქცია ამოიღო.
იტალიური მედიის ინფორმაციით, წვრილმან ხულიგნობაში ბრალდებული ოთხივე ქართველი ამ დროისთვის გათავისუფლებულია. მათ ქვეყნის დასატოვებლად 7 დღე მისცეს.
"ინტერპრესნიუსი"