რუსთაველის თეატრის მსახიობი ივანე გოგიტიძე გარდაიცვალა
გარდაიცვალა რუსთაველის თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ივანე (ვანო) გოგიტიძე,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.
"თითქმის ორმოცდაათი წელია ვანო გოგიტიძე რუსთაველის თეატრის მსახიობია. ამ სცენაზე ითამაშა: კოტე ("ხანუმა“), ტატიშჩევი ( "ივანე მრისხანეს სიკვდილი“), პარისი ("რომეო და ჯულიეტა“), ჯიმი (დაკრძალვა კალიფორნიაში “), ამერიკელი ჯარისკაცი ( "ას ერგასის დღე“), რაშიდა ("მეშვიდე ცა“), რეგვენი, იოსები ("კავკასიური ცარცის წრე“), კოსტა ("თავისუფალი თემა“), კორნუოლი ( "მეფე ლირი“), დევინსონი ( "მარიამ სტიუარტი“), მეთორმეტი მსაჯული ("თორმეტი განრისხებული მამაკაცი“) და სხვა. ვანო გოგიტიძე რუსთაველის თეატრის ტრიუმფის უშუალო მონაწილეა. რუსთაველის თეატრის დასი დიდი გულისტკივილით ეთხოვება ვანო გოგიტიძეს, მისი ხსოვნა მარად იცოცხლებს ჩვენს გულებში",-ნათქვამია ინფორმაციაში.
"ინტერპრესნიუსი"