წნორში ახალგაზრდა მამაკაცმა დეიდა მოკლა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი დეიდა მოკლა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ 1993 წელს დაბადებული დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. არსებული ინფორმაციით, დეიდასა და დისშვილს შორის უთანხმოება ფულის გამო მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა დეიდას თავის არეში დაზიანება მას შემდეგ მიაყენა, რაც ქალმა ფულის მიცემაზე უარი უთხრა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.