"სულეიმანის მოკვლა იგივეა, რაც ირანისთვის ომის გამოცხადება"
გენერალ ყასიმ სულეიმანის მოკვლა, იგივეა რაც ირანისთვის ომის გამოცხადება, - ამის შესახებ გაერო-ში ირანის ელჩმა მაჯიდ თახთ რავანჩიმ CNN-ს განუცხადა. მისივე თქმით, პასუხი სამხედრო ქმედებაზე -სამხედრო ქმედებაა. "სულეიმანის მკვლელობა ნებისმიერი თვალსაზრისით არის სახელმწიფო ტერორიზმის გამოხატულება და როგორც კრიმინალური აქტი წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს საერთაშორისო კანონმდებლობის ფუნდამენტური პრინციპებისადმი", - განაცხადა რავანჩიმ.
შეგახსენებთ, რომ ბაღდადის აეროპორტში სამხედრო ოპერაციის დროს, ირანის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი, "ყუდსის ძალების" გენერალი, ყასიმ სულეიმანი დაიღუპა.
"ინტერპრესნიუსი"