"ირანი ამერიკელებს დასჯის, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი" - კვირის პალიტრა

"ირანი ამერიკელებს დასჯის, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი"

ირანი ამერიკელებს დასჯის, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, - ამის შესახებ ირანის რევოლუციური გვარდიის ერთ-ერთმა მეთაურმა გოლამალი აბუჰემზამ განაცხადა.

ირანული საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, აბუჰემზამ, რომელიც გვარდიას კერმანის პროვინციაში მეთაურობს, სპარსეთის ყურეში ხომალდებზე თავდასხმის პერსპექტივაც არ გამორიცხა.

"ჰორმუზის სრუტე დასავლეთის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წერტილია, სადაც ამერიკული გამანადგურებლებისა და სამხედრო ხომალდების დიდი ნაწილი გაივლის. ირანმა ამერიკული სამიზნეების იდენტიფიცირება დიდი ხნის წინ მოახდინა. ჩვენთვის ადვილად ხელმისაწვდომი 35 ამერიკული სამიზნე რეგიონში და ასევე თელ-ავივია," - განაცხადა ირანის სამხედრო მეთაურმა.

"ინტერპრესნიუსი"