მოსკოვში აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

მოსკოვში აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერი გარდაიცვალა

მოსკოვში ანრი ჯერგენია გარდაიცვალა, რომელიც 2001-2002 წლებში ე.წ. აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი ე.წ. გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მუშაობდა.

"სპუტნიკის" ინფორმაციით, ჯერგენიას გარდაცვალებას, ასევე, ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრი ვიაჩესლავ ცუგბა ადასტურებს.

ჯერგენიამ, დაახლოებით, ერთი წლის წინ "სპუტნიკთან" გაიხსენა 25 წლის წინ მოსკოვში ხელმოწერილი "ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების ზომების შესახებ განცხადება", რომელიც, მისი თქმით, თავად შეადგინა და აფხაზეთს წარმატება მოუტანა.

ის აცხადებდა, რომ დოკუმენტი ძალიან ვერაგულად იყო შედგენილი, რასაც ქართული მხარე ვერ მიხვდა.

"ინტერპრესნიუსი"