პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა, - შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე თავად გააკეთა.
"გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით მთავარი პრინციპით ვიხელმძღვანელე, რომ ჩემი გადაწყვეტილებით არ შევუწყო ხელი საზოგადოებაში რაიმე ახალ დაპირისპირებას... ვერ მოვნახე არგუმენტი, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე", - განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს 2017 წლის 5 სექტემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
"ინტერპრესნიუსი"
იხილეთ ვიდეო