15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის ადვოკატი გამორიცხავს, რომ მარიანა ჩოლოიანს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს - კვირის პალიტრა

15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის ადვოკატი გამორიცხავს, რომ მარიანა ჩოლოიანს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს

გარდაცვლილი 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელთან, მარიანა ჩოლოიანთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მისი ადვოკატი თეონა გვაზავა გამორიცხავს.

გვაზავა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ჩოლოიანს საპროცესო შეთანხმება შესაძლოა, გაუფორმდეს. როგორც გვაზავა აცხადებს, საპროცესო შეთანხმებისთვის აუცილებელი პირობაა, ბრალდებულმა წარდგენილი ბრალი აღიაროს, მარიანა ჩოლოიანი კი ბრალს არ აღიარებს. ამასთან, საპროცესო შეთანხმების მიღწევისთვის დაზარალებულის თანხმობაცაა საჭირო.

გვაზავა ასევე აცხადებს, რომ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით საუბარი წერილობითი განცხადებით იწყება, რითიც დაცვის მხარე პროკურატურას მიმართავს, აღნიშნული კი მათ არ გაუკეთებიათ.

ცნობისთვის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მარიანა ჩოლოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

"ინტერპრესნიუსი"