თეირანთან უკრაინულმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა - ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა
თეირანთან უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი, 180-მდე პირი დაიღუპა.
Daily Mail-ის ინფორმაციით, თვითმფრინავმა კატასტროფა ირანის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების ერაყის ბაზებზე თავდასხმის შემდეგ განიცადა, რამაც მედიაში სპეკულაციები გამოიწვია, რომ შესაძლოა, ირანმა ხომალდი შეცდომით ჩამოაგდო.
ვიდეოზე, რომელიც BBC-ის ირანის კორესპონდენტმა გამოაქვეყნა, ჩანს, რომ თვითმფრინავს ცეცხლი უკვე ცაში უკიდია, რამაც მოქალაქეებში ეჭვი გამოიწვია, რომ თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს.
თვითმრინავი, რომელიც ხომეინის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ბოინგ-737 კიევში მიფრინავდა.
იხილეთ ასევე: ვლადიმერ ზელენსკი ირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე პირველ კომენტარს აკეთებს
"ინტერპრესნიუსი"