"სანამ მე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვარ, ირანს არასდროს მიეცემა ატომური იარაღის ქონის უფლება"
სანამ მე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვარ, ირანს არასდროს მიეცემა ატომური იარაღის ქონის უფლება,-ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა ბრიფინგზე განაცხადა.
ტრამპის განცხადებით, ამერიკულ სამხედრო ბაზებს ირანის "წუხანდელი შეტევის დროს" მხოლოდ მინიმალური ზიანი მიადგა.
"მოხარული ვარ, გაცნობოთ, ამერიკელი ხალხი უკიდურესად მადლიერი და ბედნიერი უნდა იყოს - ამერიკელები ირანის რეჟიმის წუხანდელი შეტევის დროს არ დაშავებულან. ჩვენ დანაკარგები არ განგვიცდია, ყველა ჩვენი ჯარისკაცი უსაფრთხოდაა და ჩვენს სამხედრო ბაზებს მხოლოდ მინიმალური ზიანი მიადგა", - განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის მკვლელობაზეც ისაუბრა:
"ლიკვიდირებულია მთავარი ტერორისტი, რომელიც ათასობით ადამიანის სიკვდილზეა პასუხისმგებელი. ის წვრთნიდა ტერორისტებს და ხოცავდა ადამიანებს. სოლეიმანი პასუხისმგებელი იყო აშშ-ის საელჩოზე თავდასხმაში. ამასთანავე ის ახალ თავდასხმებსაც გეგმავდა, მაგრამ ჩვენ შევაჩერეთ."
"ინტერპრესნიუსი"