როგორი ამინდი იქნება 9-10 იანვარს საქართველოში?
9-10 იანვარს საქართველოს მთიან ზონებში მოსალოდნელია თოვლი,-ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლოა, მეწყრული პროცესები გამოიწვიოს.
„9-10 იანვარს საქართველოს მთიან ზონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს",-ნათქვამია ინფორმაციაში.
"ინტერპრესნიუსი"