რას პასუხობს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ოპოზიციას? - კვირის პალიტრა

რას პასუხობს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ოპოზიციას?

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ოპოზიციის მოთხოვნასთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ დე ფაქტო პარლამენტის "დეპუტატმა" ლეონიდ ჩამაგუამ განაცხადა, რომელიც ხაჯიმბასთან მოლაპარაკებებს ესწრებოდა.

თუმცა, მისი თქმით, ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, "პარლამენტის" სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, "პრეზიდენტთან" მოსალაპარაკებლად ხუთი ადამიანი გაეგზავნათ. სხდომა, რომელზეც ჟურნალისტები არ დაუშვეს, ყვირილის ფონზე მიმდინარეობდა.

"პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯერ მზად არ არის ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად, რომ პოსტი დატოვოს", - განაცხადა ჩამაგუამ.

"ინტერპრესნიუსი"