"თავიანთმა მამებმა წაიყვანეს, მაააშ!"
მიხო სახლში ჩაფიქრებული მივიდა და ცოლს ეუბნება: - მარო, გაიგე, ვისაც ხუთი შვილი ჰყამს, მთავრობა "მერსედესს" აძლემს! - მერე, შენ რა გიხარია? ოთხი შვილი გყამს... - უნდა გამოგიტყდე, რომა სიღნაღში ერთი ბიჭი "ლევად" გაჩენილი მყამს... ქალო, შენ რა, "მერსედესის" ჩუქებას ეხუმრები?! - წადი და მაიყვანე რა, მე გიშველი?!
ორი დღის შემდეგ, მიხო სახლში ბიჭით დაბრუნდა, მაგრამ 4-ის ნაცვლად იქ მხოლოდ ერთი შვილი დახვდა. - დედაკაცო, დანარჩენები სად არიან?! - სანამ შენ სიღნაღში იყავი, თავიანთმა მამებმა წაიყვანეს, მაააშ! - უპასუხა მარომ.