აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმში დილით სროლის ხმა ისმოდა - რას ამბობს ე.წ. შს მინისტრი? - კვირის პალიტრა

აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმში დილით სროლის ხმა ისმოდა - რას ამბობს ე.წ. შს მინისტრი?

აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმში დილით სროლის ხმა ისმოდა, თუმცა ე.წ. შს მინისტრი აცხადებს, რომ "პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან" სროლა არ ყოფილა.

"მე აქ ადგილზე ვარ. არც ერთხელ გამიგია სროლის ხმა",- აცხადებს რაულ სმირი.

მისივე განცხადებით, სამართალდამცველების მთავარი დავალებაა, არ დაუშვას ფიზიკური დაპირისპირება ოპოზიციისა და "მთავრობის" მომხრეებს შორის.

"ჩვენ მოვალეობას ვასრულებთ. ჩვენი საქმეა, არ მოხდეს დაპირისპირება, არ დავუშვათ სისხლისღვრა",- აცხადებს სმირი.

შეგახსენებთ, აფხაზეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. გუშინ ოპოზიციის მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით ისინი შენობაში შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაბათილებას და დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ.

მოგვიანებით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა დადგენილების პროექტი მიიღეს, რომლითაც დე ფაქტო პრეზიდენტ მიმართავენ "სახელმწიფოს მეთაურის" თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგეს, თუმცა რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს.

იხილეთ ასევე: აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო: "არმია არ გამოიყენებს ძალას თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ"

"ინტერპრესნიუსი"