აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ პოლიტიკოსებს: "თქვენს შიდა პრობლემებს მიხედეთ, რომელიც საკმაოდ ბევრია"
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, დაურ კოვე "ფეისბუქის" საკუთარ გვერზე ოფიციალურ თბილისს აკრიტიკებს და მოუწოდებს "საკუთარ პრობლემებს მიხედოს".
"ქართველი პოლიტისკოები აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე კომენტარებს აკეთებენ და მოუწოდებენ მსოფლიო საზოგადოებას პროცესში ჩაერთონ. ნუ ჩაერევით სუვერენული სახელმწიფოს საქმეები. თქვენს შიდა პრობლემებს მიხედეთ, რომელიც საკმაოდ ბევრია, ხოლო ჩვენ, თავად მოვძებნით ამ სიტუაციიდან გამოსავალს",- წერს კოვე.
შეგახსენებთ, აფხაზეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. გუშინ ოპოზიციის მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, ხოლო მოგვიანებით შენობაში შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაბათილებას და დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ.
"ინტერპრესნიუსი"