"ისტორიის რთულ მომენტებში უკრაინა და საქართველო ყოველთვის ერთმანეთის გვერდით დგანან" - რას წერს ვლადიმერ ზელენსკი "ტვიტერზე" - კვირის პალიტრა

"ისტორიის რთულ მომენტებში უკრაინა და საქართველო ყოველთვის ერთმანეთის გვერდით დგანან" - რას წერს ვლადიმერ ზელენსკი "ტვიტერზე"

ისტორიის რთულ მომენტებში უკრაინა და საქართველო ყოველთვის ერთმანეთის გვერდით დგანან,-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ, "ტვიტერზე“ წერს.

უკრაინის პრეზიდენტი მადლობას უხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მხარდაჭერისა და სამძიმრისთვის.

"ისტორიის რთულ მომენტებში უკრაინა და საქართველო ყოველთვის ერთმანეთის გვერდით დგანან. მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მხარდაჭერისა და სამძიმრისთვის",-წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 8 იანვარს, უკრაინული ავიალაინერი თეირანის მახლობლად, აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა, ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"