"ივანიშვილი ცხინვალსაც და აფხაზეთსაც დაიბრუნებს და ნატო-შიც შეგვიყვანს, უბრალოდ, ჯერ ბაკურიანის და გუდაურის წყლით მომარაგების პრობლემის გადაჭრას სწავლობენ" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი ცხინვალსაც და აფხაზეთსაც დაიბრუნებს და ნატო-შიც შეგვიყვანს, უბრალოდ, ჯერ ბაკურიანის და გუდაურის წყლით მომარაგების პრობლემის გადაჭრას სწავლობენ"

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, ივანიშვილი და "ოცნება" ცხინვალსაც და აფხაზეთსაც დაიბრუნებს და ნატო-შიც შეგვიყვანს, უბრალოდ, ამისთვის შეიძლება 200 წელი დასჭირდეთ.

"რატომღაც მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი და "ქართული ოცნება" დავით გარეჯის პრობლემასაც გადაწყვეტს, ცხინვალსაც და აფხაზეთსაც დაიბრუნებს და ნატო-შიც შეგვიყვანს. უბრალოდ ამისთვის შეიძლება დაახლოებით 200 წელი დასჭირდეთ,რადგან ჯერ ბაკურიანის და გუდაურის წყლით მომარაგების პრობლემების გადაჭრას სწავლობენ",- წერს ირაკლი ოქრუაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.