ბათუმში, პუშკინისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი შახტაში ჩავარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.როგორც "ინტერპრესნიუსს" საავადმყოფოში განუცხადეს, დაშავებულ დედა-შვილს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.არსებული ინფორმაციით, ლიფტი მე-11 სართულიდან ჩავარდა. რაც შეეხება საცხოვრებელ კორპუსს, შენობა მერიას ჯერ არ ჩაუბარებია.მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას წესების დარღვევას გულისხმობს."ინტერპრესნიუსი"