ოზურგეთში, ერთ-ერთი სუპერმარკეტი დააყაჩაღეს
ოზურგეთში, ერთ-ერთი სუპერმარკეტი დააყაჩაღეს. ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
"ამ დროისთვის, აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს",-აცხადებენ უწყებაში.
"ინტერპრესნიუსი"