"მაინცდამაინც "დაგასპოილეროთ"? დაელოდეთ ფინალურ სერიას" - რას ამბობს გახარია მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე?
ნუ ჩქარობთ, დაველოდოთ ფინალს და ვნახოთ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა მთავრობის მეთაურის ცვლილება.
"ისე დაჟინებით მეკითხებით, მაინცდამაინც გინდათ, რომ "დაგასპოილეროთ"? დაელოდეთ ფინალურ სერიას. მთავრობის სხდომა მაქვს და ცოტა მეჩქარება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარია პრემიერის პოსტს დატოვებს.
"ინტერპრესნიუსი"