"წვალობდა, რომ სწავლის საფასური გადაეხადა... მკვლელი კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს" - "სპარის" კონსულტანტი ერთთვიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა
2019 წლის 30 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე მდებარე "სპარში" მომხდარი ინციდენტის შედეგად, სუპერმარკეტის თანამშრომელი მათე ჯომიდავა დაშავდა. ბიჭი, რომელიც თავდამსხმელის მხრიდან ბლაგვი საგნის თავში ჩარტყმის შედეგად მძიმე მდგომარეობაში იყო, გუშინ გარდაიცვალა.
19 წლის ახალგაზრდა თითქმის ერთი თვე კომაში იყო. გარდაცვლილის ნათესავების თქმით, ჯომიდავა "სპარში" კონსულტანტად მუშაობდა. 30 დეკემბერს მაღაზიაში ერთმანეთს გამყიდველი და მომხმარებელი დაუპირისპირდენ.
ჩხუბმა სუპერმარკეტიდან ქუჩაში, მაღაზიის მიმდებარე ტროტუარზე გადაინაცვლა, სადაც თავდამსხმელმა ჯომიდავას სავარაუდოდ, ქვაფენილის ფილა ჩაარტყა თავში.
"იმ საღამოს მაღაზიაში ოთხი ახალგაზრდა ბიჭი შესულა, ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ ოთხივე. ყვიროდნენ და ბილწსიტყვაობდნენ. მათე მისულა მათთან დასალაპარაკებლად, რის შემდეგაც შელაპარაკება მოსვლიათ. სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებიათ მათესთვის, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. გაგრძელება