პატრიარქს ბათუმში, ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევა უტარდება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ბათუმში, ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევა უტარდება.
როგორც დეკანოზ იოანე გორელიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, კლინიკაში პატრიარქი გეგმურ შემოწმებას იტარებს. მისივე თქმით, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის.
"საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბათუმში იმყოფება. გეგმური ვიზიტი აქვს ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც გამოკვლევებს ჩაიტარებს. პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, სხვა დეტალები ჩვენთვის უცნობია",- აღნიშნა დეკანოზ იოანე გორელიშვილმა.