"თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ნატო-ში გაწევრებას, მაშინ როცა საფრანგეთი და გერმანია ამ ნაბიჯს ვერ დგამენ"
თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრებას, მაშინ როცა გერმანიას და საფრანგეთს ამის ეშინიათ, -ამის შესახებ თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ გამოცემა "ბილდთან" ინტერვიუში განაცხადა.
"თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ნატო-ში გაწევრებას, მაშინ როცა საფრანგეთი და გერმანია ამ ნაბიჯს ვერ დგამენ, რომ არ გამოიწვიონ რუსეთის უკმაყოფილება",-განაცხადა ჩავლუშოღლუმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ანკარა მოსკოვთან ყირიმის საკითხზეც ვერ თანხმდება, რადგან მიაჩნია, რომ ის უკრაინის ტერიტორიაა.
"ინტერპრესნიუსი"